Wednesday, July 13, 2011

1. პროექტის სახელწოდება:     
                                                      ,, გ ზ ა      ს კ ო ლ ი ს ა კ ე ნ "

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:      
                                  სოფლის ავტობუსის მარშრუტის დადგენა. მათემატიკის კურსში განვლილი ცნებების გამოყენება, თანამშრომლობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება

3. პროექტის აქტუალობა: 
 სოფლის ავტობუსისთვის რომელსაც სოფლის სხვადასხვა უბნიდან სკოლაში მოყავს მგზავრები (მასწავლებლები, მოსწავლეები)მოსწავლეები შეარჩევენ ავტობუსის მოძრაობის ოპტიმალურ მარშრუტს , გამოიკვლევენ და მოიძიებენ ინფორმაციებს

4. პროექტის მიზნები:
    მოსწავლეთათვის მათემატიკის კურსში შეხვედრილი ცნებების გამოყენების, როგორც ჯგუფში თანამშრომლობის ,აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება და მათთვის კეთებით სწავლის პირობების შექმნა.

5. მონაწილეთა ასაკი:        11–12

6. ვადები/ხანგრძლივობა:          სასწავლო წლის ბოლო 2 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები შეადარებენ და ერთმანეთთან დააკავშირებენ მოძიებულ ინფორმაციას, აირჩევენ საუკეთესო მარშრუტს, იმსჯელებენ არჩეული გზის  ოპტიმალობის შესახებ  თემატიკური და ეთიკური თვალსაზრისით.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  
სოფლის  რუქა. კალკულატორი.ფორმატის ქაღალდი.საწერი საშუალებები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
      ა. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს( ჩაატარებენ გამოკითხვებს)
      ბ. მონაცემთა ანალიზი (მოსწავლეები ადგენენ იმ უბნებს სადაც ცხოვრობს მასწავლებლების და მოსწავლეების ძირითადი მაწილი)
      გ. ვიზუალიზაცია. სქემატურად გამოსახვა( რუქაზე აღნიშნავენ სოფლის ავტობუსის გაჩერების სავარაუდო პუნქტებს, ამ პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებს
       დ. რუქაზე მითითებული მასშტაბის გამოყენებით ადგენს პუნქტებს შორის მანძილებს, ამ მანძილების დასაფარავად საჭირო დროს, ითვლის ყველა მარშრუტის სავარაუდო სიგრძეს და წარმოადგენს მას ცხრილის სახით.           მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი მოახდენს არსებული პრობლემების პრეზენტაციას

10. საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
          –   მონაცემთა ანალიზი ( მოიპოვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანების ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით) ალბათობა და  სტატისტიკა ( ირჩევს და იყენებს სიდიდის ცვლილების შესაფერის ერთეულებს, გამოსახავს მცირე ერთეულის გამოყენებით) რიცხვები და მოქმედებები ( იყენებს გამორიცხვის ან ამოწურვის მეთოდს რიცხვებზე ამოცანების ამოხსნისას და განმარტავს გამოყენებულ ხერხს)   კანონზომიერება და ალგებრა ( მისთვის ნაცნობი სიდიდეებისათვის ასახელებს სიდიდეებს შორის დამოკიდებულებას) გეომეტრია და სივრცის აღქმა ( იყენებს დეკარტეს კოორდინატებს გეომეტრიული ობიექტის თვისებების დადსადგენად და დასაბუთებისთვის
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
                გალინა მიქაძე
12 ხელმძრვანელის ელ.ფოსტა: baianikadze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:   gmikadze.blogspot.com